გედევან ფოფხაძე - გიორგი მიქაუტაძე თუ გახდება უზენაესი სასამართლოს წევრი, პირადად ვპირდები, ჩავალპობ ციხეში

გიორგი მიქაუტაძე თუ გახდება უზენაესი სასამართლოს წევრი, პირადად ვპირდები, ჩავალპობ ციხეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, მან სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე თავისი კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ შესაძლოა, სამომავლოდ იფიქროს უმაღლეს ინსტანციაზე. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ წამყვანის კითხვას უპასუხა, რომ მიქაუტაძეს ურჩევს, ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„გიორგი მიქაუტაძეს მინდა, პერსონალურად მივმართო და ვურჩიო, გადაიფიქროს, თუ ამაზე ფიქრობს, ნუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ხელისუფლება შეიცვლება 2020 წელს და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თუ გიორგი მიქაუტაძე ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და გახდება უზენაესი სასამართლოს წევრი, მერე მოხვდეს იქ, სადაც მისი ადგილია, ესე იგი, საპატიმრო დაწესებულებაში და პირადად ვპირდები მიქაუტაძეს, რომ ჩავალპობ ციხეში, სადაც რეალურად, მისი ადგილია, იმ შემთხვევაში, თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

იხიელთ ვიდეო