გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მეორე ზეპირი მოსმენა გაიმართა. - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მოსმენაზე მოხსენებებით წარსდგნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (UNDP, MCA), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო , „ქალები მომავლისთვის“, „ფერმერთა ასოციაცია“, ავიაინსტიტუტის, საქართველოს რკინიგზის, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს და დუალურ პროგრამებზე მომუშავე პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

ამ თემატური მოკვლევის ჯგუფის ძირითადი თემაა ქალების და გოგონების პროფესიული განათლებისადმი ხელმისაწვდომობა, როგორც მათი ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი საფუძველი. როგორც შეხევდრაზე ითქვა, ბიზნესი არის ის მთავარი დამსაქმებელი, რომელმაც უნდა გააკეთოს შეკვეთა თუ რა ტიპის პროფესიები ესაჭიროება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუსმინეს. მომხსენებლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიზნესი და სახელმწიფო ერთობლივად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით და სისტემური ურთიერთობები უნდა შეიქმნას ბიზნესსა და სახელმწიფო შეკვეთებს შორის.

თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ამ მოსმენებზე მიღებული ინფორმაციები გაანალიზდება და ივნისის პირველი ნახევრისთვის შემუშავდება რეკომენდაციები.

„ჩვენ გავაანალიზებთ ამ შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციებს, გაანალიზდება ამ სფეროში ჩატარებული კვლევები და ამის შემდეგ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინება პლენარულ სხდომას. შემდეგ ეს რეკომენდაციები მიეწოდება ყველა რელევანტურ უწყებას და პარლამენტი სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე“. - განაცხადა გუგული მაღრაძემ

გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშობა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო