სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში დაგეგმილი ღონისძიებების სლოგანია „იგრძენი თავისუფლების ძალა მთაში“.

„25-26 მაისს მესტიის მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ, სამ სხვადასხვა გარემოში მოხვდნენ: სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კურორტი თეთნულდი უმასპინძლებს, ჰეშკილის ულამაზეს გარემოში კი მთის სტუმრებს დახვდებათ კემპინგი და ფერადი კარვები, მოსასვენებელი სივრცე, გასართობი აქტივობები ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე. ჰეშკილის ცის საქანელა კი განსაკუთრებულ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის იქ ჩასულ სტუმრებს.

ასევე, ორი დღის განმავლობაში მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე იგეგმება შემეცნებით-გასართობი აქტივობები, განთავსდება საბავშვო სივრცეები, სტუმრებს გაართობენ ილუზიონისტები და აკრობატები, გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში, ჭადრაკში, ნარდსა და კლდეზე ცოცვაში, თეატრალიზებული საბავშვო წარმოდგენა, ფოლკლორული კონცერტი, იმღერებენ მოწვეული ჯგუფებიც.

სვანეთის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის გაიმართება უშბისა და თეთნულდის გმირების ფოტოგამოფენა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად შექმნილ არტ-სივრცეში კი საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები, ისტორიული და ახალი ფილმების ჩვენება სვანეთზე, შემეცნებით-გასართობი აქტივობები ბავშვებისა და დიდებისთვის.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველაზე ადრე სწორედ სვანეთში დაიწყება. 25 მაისს, ღამის 12 საათზე სეტის მოედანზე ჰიმნის შესრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოება 26 მაისს ფოიერვერკით შეხვდება.

ფესტივალის მხარდამჭერები, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს