ვენესუელაში, ციხეში დაპირისპირების შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა

ვენესუელაში, ციხეში დაპირისპირების შედეგად 29 პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა ვენესუელას ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პორტუგესას შტატში მდებარე ციხეში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პატიმრების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 19 სამართალდამცავი დაშავდა. უფლებადამცველები სამართალდამცავების ქმედებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ პატიმრებმა არეულობა მხოლოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეირაღებული პოლიციელები საკნებში შეიჭრნენ. ამასთანავე, ისინი კითხვით მიმართვენ ხელისუფლებას, თუ რატომ ჰქონდა პატიმართა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი და რატომ არიან გარდაცვლილთა შორის მხოლოდ პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ორივე მხარე ფლობდა იარაღს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს