ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა

ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელ კორპუსებთან გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილები ხის ტოტებისა და სამშენებლო მასალების დაცემის შედეგად დაზიანდა.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა, ქარის შედეგად დაზიანებული ხეების გატანის სამუშაოებს ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უამინდობის გამო უწყებაში რამდენიმე შეტყობინება შევიდა და შემთხვევის ადგილებზე სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.

ამ დროისთვის აჭარაში, ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა