დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი გარეჯში იმყოფება და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.

„აქ როგორც ჩანს, ფაქტობრივად ტექნიკა არ მუშაობს, გაყვანილია, თუმცა ეს საგზაო სამუშაოები საკმაოდ ახლოსაა მოყვანილი ჩიჩხიტურის მონასტერთან. პრინციპი ერთი ცხადი არის, რომ ვერაფრით შეეგუება ეკლესია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს. ჩვენ ვიცით, რომ 1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით და შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები. სავარაუდოდ 250-300 მეტრით აქეთაა. რთული პროცესია, ეკლესია ამ დეტალებში თანდათან თუ გაერკვევა. საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, ხომ არ ჩაერთვება ეკლესია სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებში, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას არ ჰგონია მსგავსი ნაბიჯი გადაიდგას, თუმცა აღნიშნავს, რომ მუდმივი მონიტორინგი საპატრიარქოს მხრიდან ამ პროცესს გაეწევა.

„არ მგონია, რომ უშუალოდ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ ჩვენ. გვექნება ალბათ მუდმივი მონიტორინგის მსგავსი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ყველა იმ უწყებასთან, ვინც ჩართული იქნება ამ პროცესში. რითიც შეგვეძლება დავეხმარებით. აქ პრობლემა ალბათ საერთოა - სახელმწიფოსიც და ეკლესიისაც და ამიტომ ჩვენ გვმართებს, რომ გაცილებით უფრო გამჭვირვალე და ცხადი იყოს პროცესი. ხალხის მოთხოვნაა ასეთი, რომ ეს მოლაპარაკებები, ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია და ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რომ თითოეული დეტალი გაცხადდეს და ვიცოდეთ რა პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა დეკანოზმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს