თბილისში 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება

26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთას სამინისტროდან აცნობეს.

დარეჯან ბერეკაშვილის მიერ შესრულებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანის მოტივზეა შექმნილი და საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ხსოვნას ეძღვნება.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ ქანდაკება 1921 წელს ემიგრირებული ქართველი პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებულმა საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომომ, ქალაქ თბილისს საჩუქრად გადასცა. ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა