მთავარეპისკოპოსი ზენონი - დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო,  მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ

დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ , - აცხადებს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი.

მისივე განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთა კომპლექსი არის საქართველოს 15 საუკუნოვანი სასულიერო- საგანმანათლებლო, სახელმწიფოებრივი და კულტურული ყოფის ბალავარი, დედაბოძი, წარსული დიდების, ღვაწლის შეუვალი მთხრობელი. ხვალინდელი დღის იმედი და მომავალი.

„ეს არის საქართველოს, ქართველი ერის ისტორია! საკმარისია, 1921 წელს დატრიალებული ეროვნული ტრაგედია, რომელიც ბოლშევიკურმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, როდესაც განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ყოვლად უსამართლო გასხვისება, ქართული სახელმწიფოს და მისი ერის ნასისხლარი, ნაცრემლები მიწის ჩეხვა და თელვა. დავით-გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო. მისი დამთმობი თავად დაითმობა ქართველი ერის მიერ! ეგრე არ არის თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო”, - წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი ( იარაჯული).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო