თავისუფალ ჭიდაობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართა

ჭიდაობის ფედერაციის ცენტრალურ ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის აფხაზეთში დაღუპული ვახტანგ თედიაშვილისა და მისი თანამებრძოლებისადმი მიძღვნილი თბილისის ღია პირველობა გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, უმცროსი ასაკის (2006-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულ)ჭაბუკთა შორის ღია პირველობა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა 10 წონით კატეგორიაში, 180-მდე მოზარდმა მიიღო.

გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიგელები და მედლები ლევან თედიაშვილის ვაჟმა, ბესო თედიაშვილმა, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა, ოლიმპიურმა ვიცე ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, გიორგი გოგშელიძემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ჯაფარიძემ და სხვა დამსახურებულმა სპორტსმენებმა გადასცეს.

"თბილისის ღია პირველობამ თავისუფალ ჭიდაობაში წარმატებით ჩაიარა. ბავშვები არიან ძალიან გახარებული და კმაყოფილები. მინდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მადლობა გადავუხადოთ ამ ლამაზი დღისთვის. დღევანდელი ჩემპიონატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის აფხაზეთში დაღუპული ვახტანგ თედიაშვილისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა. ტერიტორიულ მთლიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში არა ერთ ქართველ მოჭიდავეს მიუღია მონაწილეობა. მომავალშიც ასე იქნება, თუკი ეს ქვეყანას დასჭირდება. ეს ბავშვებიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმითა და მამაცური სულისკვეთებით იზრდებიან", - განაცხადა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა