ბათუმში ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში კონცერტები გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე კონცერტებს ქართველი მუსიკოსები გამართავენ. ასევე, ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე საბავშვო კუთხე მოეწყობა, ასევე, სამუზეუმო ექსპონატები გამოიფინება. ევროპის მოედანზე შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში შეიღება.

წელს ბათუმში სამხედრო ტექნიკა არ გამოიფინება. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, ევროპის მოედანზე სამხედრო ტექნიკის გამოსაფენად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის, საოცრებათა პარკში კი ფილების გამოცვლა მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

ბათუმში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონცერტი დღის 14:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა