პარლამენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ხელახალ განხილვას იწყებს

პარლამენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ხელახალ განხილვას იწყებს, რომელიც 3 მაისის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობას შემთხვევით - უყურადღებობის გამო ჩაუვარდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ პროექტს განიხილავს, რომლის გათვალისწინებით, თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 3 მაისს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს და პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა, რაც “ქართულმა ოცნებამ“ სხდომათა დაბრაზში არსებული ხმაურით და იმ გარემოებით ახსნა, რომ დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

13 მაისს კი, პროექტის ხელახალი ინიცირება განხორციელდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა