ბრიტანელი პარლამენტარი - დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჯონათან ჯანოგლმა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სახელზე მისალოცი წერილი გამოაგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გისურვებთ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი თარიღის ბედნიერად აღნიშვნას“, - ნათქვამია ჯონათან ჯანოგლის წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა