საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ფიცი საზეიმოდ დადეს

ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა დადეს. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება 5 ლოკაციაზე მოხდა (175 რეკრუტი და წვევამდელი) - ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).

ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპის სარდლობის 1 ქვეითი დივიზიის 1 ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა.

ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელიც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს.

შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ფიცის დადების შემდეგ მოხდა ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე ჩააბარეს პატაკი თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით - ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური, გრემი, თბილისი.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილია ქართულ შეიარაღებაში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

თავისუფლების მოედანზე პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-5 საარტილერიო ბრიგადის, წვრთნებისა და განათლების სარდლობის, ლოჯისტიკის სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სსსტც „დელტას“ შეიარაღებაა გამოფენილი: ჯავშანმანქანა WOLF; ჯავშანმანქანა „დიდგორი დისტანციური“; ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“; ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“; ზალპური რეაქტიული სისტემა რს-122; სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „მედევაკი“; საჰაერო თავდაცვის სისტემა „სპაიდერი“; თვითმავალი საარტილერიო სისტემა „დანა“; ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ლარ-160; ჯავშანმანქანა „კობრა“; ჯავშანმანქანა „MaxPro“.

თბილისის გარდა, სამხედრო ტექნიკა საქართველოს 12 ქალაქშია გამოფენილი: თელავი, მარნეული, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ამბროლაური, ოზურგეთი, ფოთი, სენაკი.

იხილეთ ვიდეო: დამოუკიდებლობის დღეს ფიცი 463-მა რეკრუტმა და წვევამდელმა დადო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს