შალვა შავგულიძე - დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება რუსეთისგან

ზეიმთან ერთად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლობა არ არის მუდმივი მოცემულობა, მას დაცვა სჭირდება,- ამის შესახებ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობას განსაკუთრებული დაცვა რუსეთის ფედერაციისგან სჭირდება. ამის ერთადერთი საშუალება კი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

"შესანიშნავია დღეა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს, მაგრამ ზეიმთან ერთად, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლობა - ეს არ არის მუდმივი მოცემულობა, დამოუკიდებლობას სჭირდება მოვლა და დაცვა. ჩვენს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება რუსეთის ფედერაციისგან, რომელმაც სწორედ 28 წლის წინ, ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ერთადერთი გზა ამ საშიშროებისგან თავის დაცვისა, რადგან რუსეთი ცდილობს, მთლიანად დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას, არის საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. შესაბამისად, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც გვსურს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროატლანტიკური პროცესის დაჩქარებისათვის",- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ამასთან, რუსთაველის ძეგლთან ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრები პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრნენ. გამოფენა მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის გამოცხადება, რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და არჩევნები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს