გიგი უგულავა - 26 მაისი არის ერთობლივი ზეიმი, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო და რჩება ზეპარტიულ ამოცანად

26 მაისი არის ერთობლივი ზეიმი, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო და რჩება ზეპარტიულ ამოცანად , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ზეიმობს, ხოლო სხვები "ან უყურებენ, ან მონაწილეობენ" ღონისძიებებში, რაც გიგი უგულავას განცხადებით, არასწორია.

"დამოუკიდებლობის დღე მთავარი დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემთვის პირადად ეს არის ყველაზე ბედნიერი დღე. მინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მივულოცო, იმიტომ, რომ ეს შეხსენებაა ჩვენი თავისუფლების, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის. ჩვენთან ასე არსებობს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა ზეიმობს და ყველა სხვა დანარჩენი ან უყურებს ან მონაწილეობს. არადა ეს არის ერთობლივი ზეიმი, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო ზეპარტიული ამოცანა, არის და რჩება ზეპარტიულ ამოცანად. ჩვენ შარშან ტრადიცია დავამკვიდრეთ, რომ 1918-1921 წლების ამსახველ გამოფენას ჩვენი ძალებით ვრთავთ ხოლმე სადღესასწაულო ღონისძიებებში. დღეს როგორც ვნახე, სამწუხაროდ, ეს კონტექსტი მთლიანად გამქრალია ოფიციალური სადღესასწაულო ღონისძიებებიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია. შესაბამისად, ჩვენც, როგორც ოპოზიციური ძალა და ამჯერად უკვე "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად, ვცდილობთ და ვაპირებთ, რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ. 26 მაისს უნდა შევქმნათ პრეცედენტი, რომ ჩვენ ერთობლივად ვზეიმობთ",- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ძეგლთან ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრები პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას დაესწრნენ. გამოფენა მიმოიხილავს ისეთ თემებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის გამოცხადება, რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება და არჩევნები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო