რუსთავში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ

რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე იმართება. დილიდან ხალხმრავლობაა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი.

მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა გასართობი, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართება, როგორც პატარებისათვის, ასევე უფროსებისათვის. 14:00-დან 19:00 საათამდე მერიის წინ, შადრევანთან მოწყობილ მცირე სცენაზე, კონცერტი გაიმართება, ოკუპაციის პავილიონში გოდერძი შარაშია ჩაატარებს ლექცია-სემინარს, მოეწყობა შავფაროსნების საჩვენებელი გამოსვლა.

18:00 საათზე, სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის წაკითხვის თეატრალიზირებული წარმოდგენა გაიმართება. აქტის წაკითხვის შემდეგ, კი გაიჟღერებს საქართველოს ჰიმნი.

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებები ანსამბლი ,,სუხიშვილების“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს