მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, პროცესი დასრულდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რომელიც არსებობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის, იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არსებობს საქართველო- აზერბაიჯანს შორის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომელიც დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკითხი მგრძნობიარეა და მედიას სთხოვს, თემა რეალური გარემოებიდან გამომდინარე გააშუქოს. მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება ჩვეულისამებრ მიმდინარეობს და ამ მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ ექმნებათ.

"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე, იმ პრაქტიკის მიხედვით რაც არსებობდა. მაქვს თხოვნა ყველასთან, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და გავაშუქოთ მოვლენები იმ გარემოებების მიხედვით, რაც რეალურად არსებობს. ეს არის ძალიან ფაქიზი და ემოციური საკითხი ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის. ამავდროულად, კომისია აგრძელებს პარალელურად მუშაობას, ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა. ზოგადად სხვა ქვეყნების მაგალითსაც თუ აიღებთ, როდესაც ვსაუბრობთ დემარკაციის საკითხზე სახელმწიფოებს შორის, ეს არი კომპლექსური პროცესი და დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის, იმ სტრატეგიული პარტნიორების ჩარჩოებში, რაც არსებობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა