კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, გამოწვევებს ღირსეულად გადალახავთ და გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია

დარწმუნებული ვარ, გამოწვევებს ღირსეულად გადალახავთ და გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერმა საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა.

„101 წლის წინ, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა სამწუხაროდ, მალევე დავკარგეთ. .70 წლის შემდეგ, ჩვენი ეროვნული გმირების, ჩვენი ხალხის თანადგომითა და ერთიანობით, სამწუხაროდ იყო მსხვერპლი, მაგრამ შევძელით დაგვებრუნებინა დამოუკიდებლობა. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენი დამოუკიდებლობა ახალგაზრდაა. მე, დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ღირსეულად გადავლახოთ ის ბარიერები და გამოწვევები, რომელიც, ზოგადად, ყველას გვაწუხებს", - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა