თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„ჩვენი წინაპრების ბრძოლის და თავგანწირვის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება, ყველა თაობის ვალია, ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ეს ჩემთვის სამწუხაროა. პასუხისმგებლობის ნაწილს რაც შეეხება, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო იყო, შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლებულია განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი“,- განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილის თანამდებობა იმ განცხადების გამო დაატოვებინა, რომლის მიხედვითაც, რუსული დროშების ფრიალი პოლიტიზირებული არ არის. ინგა შამილიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის დროშების ფრიალი აბაშიძის ქუჩაზე პოლიტიზირებული არ არის. როგორც შამილიშვილმა აღნიშნა, ეს არის კულტურული ღონისძიება და მასში სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები ღებულობენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ერთ-ერთი ანსამბლის სახით. მათ მიერ რუსეთის დროშების ფრიალს მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. რუსეთის წარმომადგენლება მოქალაქეების შენიშვნის შედეგად დროშები დასწიეს და ისე გააგრძელეს მსვლელობა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს