ფოთში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქალაქში სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. აქვე წარმოდგენილია საინფორმაციო სტენდები ქართველი ემიგრანტების შესახებ.

სპეციალურად აგებულ თეატრალურ პავილიონში სხვადასხვა თემატურ ეტიუდებს დგამენ. მსურველებს საშუალება აქვთ, პარკში გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები და ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერონ და შეიძინონ. მიმდინარეობს კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრება.

,,დღეს არის განსაკუთრებული დღე. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ფოთში, ამ ისტორიულ ქალაქში და მაქვს შესაძლებლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი კოლექტივის სახელით ამ ქალაქიდან მთელ ქვეყანას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ფოთელებს, საქართველოს მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, წარმატება და კეთილდღეობა. აქ წარმოდგენილია სტენდები, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საინტერესო ფაქტების შესახებ. იხილონ ხალხური რეწვის ნიმუშები და მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე ღონიძიებებში,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დღესვე დაჯილდოვდებიან წარჩინებული სკოლის მოსწავლეები და გაიმართება საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია. სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17: 10 საათზე, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. დღის ბოლოს ქართული ესტრადის ვარსკვლევების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება. ფოთში, საზეიმო ღონისძიებები და სხვადასხვა სახის სანახაობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო