შტუტგარდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს

ქალაქ შტუტგარდში, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და შტუტგარტში არსებული ქართველ მუსიკოსთა გაერთიანების Art Music Georgia/ს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და კულტურის საერთაშორისო დღე გაიმართა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა, მუსიკოსებმა, ნიუ-ორკის ქართულმა ანსამბლმა “ფესვებმა“, პარიზის ქართული კულტურის ცენტრმა “ლაზი“ და ანტვერპენის ქართული ცეკვის ანსამბლმა “მედეა“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული დიასპორის ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო