ფილადელფიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ფილადელფიის მერიის ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანისშნავად პირველად, საზეიმო ვითარებაში აღიმართა საქართველოს დროშა. ცერემონია საქართველოს საელჩოსა და აშშ-ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ტატო ოქრუაშვილის ორგანიზებით გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები, რის შემდგომაც ქართული დროშა აღიმართა, რომელიც ქართული დიასპორის საპატივცემულოდ ერთი კვირის განმავლობაში მერიის თავზე დარჩება.

ცერემონიის ფარგლებში ქ. ფილადელფიის მერმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღედ გამოცხადდა. ადგილობრივმა ქართულმა ანსამბლებმა სტუმრებისათვის შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები.საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აშშ -ში ივნისის თვეშიც გაგრძელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე ესწრებოდნენ ქ. ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი შეილა ჰესი და კონგრესმენი ბრენდან ბოილი, მეუფე საბა ინცკირველი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს