ნათია ზედგინიძე ქუთაისში სამინისტროს ორგანიზებით  მიმდინარე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე ქუთაისში სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ერთიანი კონცეფციით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე” ტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩისა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ზურაბ ჟვანიას სკოლა წარმოადგენენ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციას, გეოგრაფიულ ვიქტორინებს, სახალისო ექსპერიმენტებს ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით, ჰოლოგრამებისა და რობოტების FABLAB ATSU-ს ნაკეთობების, სამეცნიერო ლიტერატურა-მონოგრაფიების გამოფენებსა და ა.შ.

ქუთაისში, ასევე, პროფესიული კოლეჯები დამთვალიერებელს შესთავაზებენ თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამის აქტივობებს, კერძოდ, გაიმართება ბარმენთა და კულინარიული შოუ, 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრებისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენები. ასევე დაგეგმილია არაერთი სახალისო აქტივობა ბავშვებისთვის. მათ შორის - საბავშვო გმირებისა და დრამერების შოუები, სტამბის პერფორმანსები და სხვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო