მეუფე გიორგი - გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი

გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"მე როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, გადავწყვიტე მცირე მრევლთან ერთად შევკრებილიყავით წითელ ხიდთან და ჩვენი პოზიცია გარეჯთან დაკავშირებით მტკიცედ და მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები, არ უნდა იყოს ხელყოფილი. ჩვენ უკიდურესი ფორმა გამოვხატეთ პროტესტისა და მაგისტრალი გადავკეტეთ და ეს არის გამაგრთხილებელი აქცია. თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ, ეს უნდა გაითვალისწინონ და საკითხი კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, წითელ ხიდთან საპროტესტო აქცია - ,,გარეჯი საქართველოა“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად წითელი ხიდისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო. აქციაში მონაწილეობდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, სასულიერი პირები და მრევლი.

პაატა შეშელიძე - ახლა ჩინეთი ცდილობს, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს და რაც შეიძლება მეტად დაიქვემდებაროს რუსეთი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა  დაიწყო - დიაგნოსტიკური კვლევები და ანტივირუსული მკურნალობა სრულიად უფასო იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2024
კომუნიკაციების კომისიის კვლევა: ბათუმში "სილქნეტის" მობილური ქსელი უსწრაფესია
ამბასადორი კაჭრეთის აპარტამენტები უძრავი ქონების ბაზარზე
„ჰეგელმან მულტიმოდალ ჯორჯიას“ მიერ ჩინეთიდან ევროკავშირში სატვირთოს გადაზიდვის პირველი წარმატებული შემთხვევა დაფიქსირდა
„არქიმ“ 2024 SelectUSA Investment Summit-ში მიიღო მონაწილეობა
„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა - უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით