პარლამენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ხელახალ განხილვას იწყებს

პარლამენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ხელახალ განხილვას იწყებს,რომელიც 3 მაისის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობას შემთხვევით - უყურადღებობის გამო ჩაუვარდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 მაისის სხდომაზე უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ პროექტს განიხილავს, რომლის გათვალისწინებით, თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციები წესდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 3 მაისს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს და პირველივე კენჭისყრაზე ჩავარდა, რაც “ქართულმა ოცნებამ“ სხდომათა დაბრაზში არსებული ხმაურით და იმ გარემოებით ახსნა, რომ დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

13 მაისს კი, პროექტის ხელახალი ინიცირება განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა