ბრაზილიაში ქრისტეს ცნობილი ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ეს საქართველოს ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს