წინასწარი შედეგების თანახმად, ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მისი მეტოქე ინგრიდა შიმონიტე იყო. წინასწარი შედეგების თანახმად, 55 წლის ნაუსედამ ამომრჩეველთა 74 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. 44 წლის შიმონიტეს კი, რომელიც ფინანსთა ყოფილი მინისტრია, ამომრჩეველთა მხოლოდ 26%-მა დაუჭირა მხარი.

არჩევნების პირველი ტური 12 მაისს გაიმართა. სულ პრეზიდენტის პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.

პრეზიდენტი თანამდებობაზე 5 წლის ვადით ირჩევა. ახალი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2009 წლიდან იკავებს.

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა