მამუკა ბახტაძე -  ჩემთვის ქართული დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი

„მინდა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ქართველს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და დიასპორის დღე. პირადად ჩემთვის ქართული დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ქართული დიასპორა იყო ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი იმედიანი მომავლის საფუძველი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 21-ე საუკუნეში ქართულ დიასპორას განსაკუთრებული ძალა აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება. ჩვენთვის, საქართველოსთვის იმაზე დიდი ღირებულება და იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის ადამიანური კაპიტალი, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზების გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც არის სწორედ ის, რომ ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ ადამიანური კაპიტალის. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს იდეა არის განათლება. მე თითოეულ თქვენთაგანს მინდა ვთხოვო, რომ ჩართული იყოს ამ ეროვნულ იდეაში, რომ თქვენი შვილები აქტიურად იყვენენ ჩართული ამ იდეაში. ადამიანური კაპიტალი არის ის, რაც მოგვცემს საშუალებას საბოლოო მიზანს მივაღწიოთ და გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ერთიანი და ძლიერი, რათა მის ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ მის სამშობლოში“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა დიასპორის ყველა წევრს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ინარჩუნებენ ტრადიციებს და შვილებს ქართულად ზრდიან. ყველა ასეთ ქართველს პრემიერმა თანამედროვეობის გმირი უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე პროექტი დაასახელა, რომელიც დიასპორის წარმომადგენლების გააქტიურებას და მეტ ჩართულობას გამოიწვევს.

„მე, პირადად არ ვარ პროგრამების იმ რაოდენობით კმაყოფილი, რომელიც არსებობს. ჩემი სურვილია, როცა ერთი წლის შემდეგ, როდესაც კვლავ შევიკრიბებით დიასპორულ ორგანიზაციებთან, ჩვენი ურთიერთობები გადასული იქნება სრულიად ახალ დონეზე“, - დასძინა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა