ირაკლი კობახიძე - ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში დაბრუნებისათვის სათანადო შესაძლებლობა მივცეთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უშუალო კავშირი გვქონდეს დიასპორასთან და ჩვენს საერთაშორისო ვიზიტებს ყოველთვის ვიყენებთ იმისათვის, რომ მათთან შეხვედრები დავგეგმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დიასპორის ფორუმზე „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გააქვთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში.

„ჩვენ ვცდილობთ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ასიათასობით ადამიანს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, მიუხედვად საქართველოსგან შორს ყოფნისა, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საერთაშორისო კავშირების განვითარებაში და მათ ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვარგარეთ, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უშუალო კავშირი გვქონდეს დიასპორასთან და ჩვენს საერთაშორისო ვიზიტებს ყოველთვის ვიყენებთ იმისათვის, რომ მათთან შეხვედრები დავგეგმოთ. დიასპორის წარმომადგენლებისგან ვიღებთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რაც გვეხმარება იმაში, რომ დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო რეფორმის დროს განხორციელებულ იმ ცვლილებებსაც გაუსვა ხაზი, რაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებას შეეხება.

„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დიასპორასთან ურთიერთობის განვითარება განისაზღვრა, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა, რასაც სიმბოლური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს. ამ მიზნის ხორცშესხმას სჭირდება ჩვენი, ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საქმიანობა. ასევე მინდა, გავიხსენო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შევიდა ჩვენს ძირითად კანონში და რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობას. როგორც მოგეხსენებათ, გამარტივდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მიღება, რაც დაეხმარება ჩვენს თანამემამულეებს, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო სამართლებრივი კავშირი ჩვენს ქვეყანასთან. ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში დაბრუნებისათვის სათანადო შესაძლებლობა მივცეთ და ამისთვის კონკრეტული პრაქტიკლული ნაბიჯებია გადასადგმელი,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა