ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 8 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები ე.გ და ე.რ დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 დეკემბერს, ე.რ.-მ და არასრულწლოვანმა ე.გ.-მ, თანამზრახველთან ერთად რუსთავში, ე. დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით შეაღწიეს, რა დროსაც დანით ჯანმრთელობის დაზიანების და დასახიჩრების მუქარით ე.დ.-ს კუთვნილი თანხა, ოქროს ნივთები, მობილური ტელეფონი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ე. რ. და ე.გ. 2019 წლის 7 დეკემბერს რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.რ. და ე.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ე.რ.-ს 8 წლით, ხოლო ე.გ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა