„ბიბისი“ - მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიუმჯობესეს, თუმცა უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებენ

მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა ევროპარლამენტში პოზიციები გაიუმჯობესეს, თუმცა უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებენ. ტრადიციული ცენტრისტული პარტიების პოზიციების შესუსტება და ევროსკეპტიკოსების წარმატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ტრადიციული პოლიტიკური ძალები მაინც მოახერხებენ კოალიციის შექმნას და ევროკავშირის პარლამენტში ხელისუფლების შენარჩუნებას. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიაში, უნგრეთსა და პოლონეთში მემარჯვენე პოპულისტური პარტიები ხელისუფლებაში არიან და მათ მოახერხეს პირველი ადგილების დაკავება ევროპარლამენტის არჩევნებშიც. საფრანგეთში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ პირველი ადგილი დაიკავა 24 პროცენტით და გაუსწრო პრეზიდენტ მაკრონის მმართველ პარტიას (22,5%).

გერმანიაში მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ხმები მნიშვნელოვანწილად დაკარგა. მეორე ადგილზე აღმოჩნდნენ მწვანეები, მესამეზე სოციალ-დემოკრატები და მეოთხეზე ანტიიმიგრანტული „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამ უკანასკნელებმა ისევ გაიუმჯობესეს პოზიციები 7-დან 10 პროცენტამდე, თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვებით მეტის იმედი ჰქონდათ.

ნიდერლანდებში და დანიაში ევროსკეპტიკოსები დამარცხდნენ, ევროპარლამენტში ვერ გავიდა ასევე ესონური მემარჯვენე პარტია „ეკრე“. ესპანეთში და პორტუგალიაში გამარჯვება მოიპოვეს მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმა. ლიბერალები არიან პირველ ადგილზე სლოვაკეთში. საბერძნეთში პირველ ადგილზე გავიდა კონსერვატიული „ახალი დემოკრატია“ და მათ აიძულეს პრემიერი ალეკსის ციპრასი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მთლიანობაში ევროპარლამენტში მანდატები ასე განაწილდა: მემარცხენეები - 38, სოციალ-დემოკრატები - 150, მწვანეები - 70, ლიბერალები - 107, მემარჯვენე-ცენტრისტები - 179, კონსერვატორები - 58, პოპულისტები - 56, მემარჯვენე ნაციონალისტები 58, დამოუკიდებლები - 7, სხვები - 28.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა