დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს

დავით გარეჯის შესახებ ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობა განახლდა.

„კომისიის საქმიანობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჩერებული. მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა შედგა, რომელსაც მოჰყვება შემდგომი შეხვედრა და ის თბილისში გაიმართება. კომისიას აქვს ის ფუნქცია და მნიშვნელობა, რომ მყისიერი რეაგირების საშუალებაა იქ მიმდინარე მოვლენებზე. სწორედ კომისიის ფარგლებში იყო გარეჯში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხი დაყენებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია შიგნით მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, აუცილებელია, რომ არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს არავის. იმის აღქმაც კი არ უნდა არსებობდეს, რომ სტატუს-კვო იცვლება", - განაცხადა ზალკალიანმა.

აუცილებელია შეწყდეს პროცესები, ვიდრე სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო