ლადო კახაძე - მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს, დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მთაწმინდელებს მივცეთ შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ მაუწყებლის შეთავაზებას ეთანხმება, ამვდროულად მოუწოდებს კონკურენტს, რომ დებატებში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა.

ლადო კახაძის თქმით, მეორე ტურის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის მზად არის.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, მითუმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს.

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისათვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანებს წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას! ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ!

მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის!

მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს, დათანხმდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს“, - განაცხადა კახაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო