მალხაზ მაჩალიკაშვილი - მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე, მაგრამ ეს არ მოხდება

მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე, მაგრამ ეს არ მოხდება, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ განაცხადა.

მისი თქმით, 27 მაისს 1 წელი შესრულდა, რაც შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვა დაიწყეს. მაჩალიკაშვილმა ისაუბრა ამ პერიოდის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ ბევრი რამ გამოიარა.

„ჩვენი პირველი აქციის შემდეგ გავიდა ერთი წელი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც დღემდე ჩემს გვერდზე არიან. ამ ერთი წლის განმავლობაში, ენით გამოთქმა შეუძლებელია, იმდენი გამოვიარე - იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაცია, ტალახის სროლა, შანტაჟი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ ამის მიუხედავად მთელ საქართველოს ვეუბნები, მე არ ვისაუბრებ კონკრეტულ ადამიანებზე, მე დღეს პრეტენზია მაქვს მთელ ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო პასუხს არ აგებს, აქედან წამსვლელი არ ვარ, ეს პროტესტი გაგრძელება. რამდენიმე დღის მერე განვაცხადებ, რა მასშტაბის იქნება და როგორ გაგრძელდება ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და თითქმის, ლამის წაქცევის პირას ვარ, კიდევ გავძლიერდები და გავაძლიერებ ამ ბრძოლას ჩემს ღირსეულ ადამიანებთან ერთად. მე ამას არავის შევარჩენ", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს, რომ მან პროტესტი შეწყვიტოს, მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ მას გეგმა აქვს.

„გამოძიება იმიტომ გრძელდებოდა წელიწადნახევარი, რომ მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად, ტყუილად ირჯებიან და ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. არა, მე ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი სტრატეგიები, რა გზით უნდა გავაგრძელო ეს აქციები. მოგვიანებით ყველა მიხვდება, რა ფორმით ვაგრძელებ. სამართლისა და კანონის ჩარჩოებს არ გავცდები“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, გოგაშვილის იარაღით განადგურება რომ სდომოდა, სამ დღეში გაანადგურებდა.

„გოგაშვილი არის დამფრთხალი, დღეს რას იძახის, ხვალ რას ამბობს და ზეგ - რას. ჯერ იძახის, საფრთხეა, მე მომკლავენ, იმას დააბრალებენ და პირიქით, იმას მოკლავენ, მე დამაბრალებენო. არავის არაფერს არ დააბრალებენ, ეს უკვე შეშინებული ადამიანის სიტყვებია. სიმართლე გითხრათ, მე იმ ადამიანთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. მე ამ ადამიანს მივიჩნევ ლაჩრად. მებრძოლოს, რანაირი მეთოდებითაც უნდა. მე ყველა მეთოდით მზად ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ის იძახის, რომ მე ვაპირებ იარაღით მის განადგურებას - ეს სულ არ მჭირდება. ეს რომ მდომოდა, სამ დღეში მაგას გავანადგურებდი. ეს არ მჭირდება", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე, მაგრამ ეს არ მოხდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს