ნინო ლომჯარია - ე.წ. კოორდინატორების პრაქტიკა მოძველებულია და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს, მოვუწოდებ პარტიებს, არ მიმართონ მსგავს მეთოდებს

მიმაჩნია, რომ ე.წ. კოორდინატორების პრაქტიკა ძალიან მოძველებულია და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მმართველ პარტიას, რომ არ მიმართოს მსგავს მეთოდებს. იქნებ გავიზარდოთ უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ომბუდსმენმა რამდენიმე ფაქტორი გამოყო, რომელიც ხელს უშლის არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას, მათ შორის, ისაუბრა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზეც.

“შუალედური არჩევნები ამ ანგარიშში არ მოხვდა, მაგრამ მე გავაკეთე ამ არჩევნების შეფასება. მაინც მგონია, რომ მთავარ პრობლემად ზოგადად არჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურის გამოყენების ფორმები, განსაკუთრებით, პრობლემატურად მიმაჩნია ე.წ. კოორდინატორების ინსტიტუტების არსებობა რადგან ქართულ რეალობაში ვფიქრობ, ე.წ. კოორდინატორი არ ასრულებს პოლიტიკური პარტიისთვიის ინფორმაციის შემგროვებლის ფუნქციას, ის ხშირად გამოიყენება ზეწოლისთვის. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მათი ნება კონტროლდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მოძველებული პრაქტიკა და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მმართველ პარტიას რომ არ მიმართოს მსგავს მეთოდებს და იქნებ გავიზარდოთ უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. მოსყიდვა მიმაჩნია კიდევ ერთ პრობლემად და ის დაუსრულებელი მსჯელობა თუ ფაქტები იმაზე, რომ ამომრჩეველს აძლევენ თანხას, რაზეც არ გვქონია სამწუხაროდ რეაგირება და არავინ გვინახავს დასჯილი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა