ნინო ლომჯარია - ალბათ, პოლიტიკოსებს შორისაც უნდა იყოს გარკვეული შეთანხმება, რომ ფარულ ჩანაწერებზე მასალები, არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში

ალბათ, პოლიტიკოსებს შორისაც უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება, რომ ფარულ ჩანაწერებზე მასალები, მაშინ როცა გამოძიება ამ მიმართულებით არ გვაქვს ეფექტური, არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში, რადგან ამით კიდევ უფრო ვქმნით იმ გარემოს, რომ ესე იგი ასეთი მასალები საჭიროა და ეფექტურია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების წინააღმდეგ პოლიტიკოსებმაც უნდა შეძლონ გარკვეული შეთანხმების მიღწევა და მასზე დისკურსი არ გამართონ.

„როდესაც ვრცელდება უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი მასზე კომენტარის გაკეთება ან მისი გამოყენება ოპონენტის წინააღმდეგ ამორალურია და ვფიქრობ, რომ ალბათ, პოლიტიკოსებს შორისაც უნდა იყოს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება თუ კულტურა, რომ ასეთი მასალები, მაშინ როცა გამოძიება ამ მიმართულებით არ გვაქვს ეფექტური, არ გამოვიყენოთ პოლიტიკურ დისკუსიაში, რადგან ამით კიდევ უფრო ვქმნით იმ გარემოს რომ ე.ი. ასეთი მასალები საჭიროა და ეფექტურია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, ალბათ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მაღალი პოლიტიკური კულტურა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს