სახალხო დამცველის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ამოწურული არ არის

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ამოწურული არ არის, რის გამოც ომბუდმენის აპარატი სამოხელეო ნაწილშიც გამოძიებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ სერგო რატიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს საგამოძიებო მასალებზე წვდომა შეეზღუდა, დამატებით ინფორმაციას ვერ გაავრცელებს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება ამ მიმართულებით.

„გარკვეული პერიოდი ჩვენ ნადვილად გვქონდა სრული წვდომა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაზე შსს-ში, როგორც დასრულებულ მასალებზე( რაზეც ისედაც გვაქვს) ასევე მიმდინარე საგამოძიებო მასალებზე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ არ ვცდები, ეს შარშან ზაფხულის შემდეგ მოხდა, სამწუხაროდ, საგამოძიებო მასალებზე წვდომა ჩვენ ისევ შეგვეზღუდა.

ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ თანხმობა ვერ მივიღეთ. მადლობა, რომ წამოწიეთ ეს საკითხი, იმიტომ, რომ აღნიშნულ საკითხს დახურულად არ მივიჩნევ, სანამ ჩვენ ბოლომდე არ მივიყვანთ გამოძიებას, ყველა იმ კითხვას, რაც არის დარჩენილი და ნამდვილად არსებობს ეს კითხვები. სამწუხაროა ის, რომ მთავარი, ძირითადი გამოძიების დროს შეცდომები იყო დაშვებული, თუ ეს იყო განზრახვა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი ხასიათი გარკვეულწილად ნადვილად აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს და ვარაუდს, რომ შეიძლება ეს იყო განზრახ მიმართული ქმედებები იმისთვის, რომ ყველა მონაწილე სათანადოდ არ ყოფილიყო გამოვლენილი. ამიტომ ვითხოვთ ჩვენ გამოძიებას სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ წვდომა არ გვაქვს მიმდინარე გამოძიებაზე სამწუხაროდ, უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

მადლობა, რომ თქვენ ეს წამოწიეთ, თუ პარლამენტის მხრიდან იქნება მხარდაჭერა ამ მიმართულებით, ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნული საქმის შესწავლა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა