კახა კოჟორიძე - სააკაშვილს, მერაბიშვილს, კოდუას, შს და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ

მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებს ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის გადახდა დაეკისრათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. როგორც ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის იშვიათია.

„დღეს მე და ჩემმა კოლეგამ ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ: მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს”, - წერს კოჟორიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა