განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, დაიცვან მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას ექსკურსიებისას

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის საჯაროსა და კერძოს, მოუწოდებს დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია. რაც შეეხება უშუალოდ უბედურ შემთხვევას, რომელიც ლაგოდეხში მოხდა, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს და გამოძიების შემდეგ დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომებს.

„კონკრეტულად ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დაზუსტდება რასთან გვქონდა საქმე: იყო ეს დაუდევრობა, კანონის დაუმორჩილებლობა თუ რამე სხვა. შსს შეისწავლის ფაქტს“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებით სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს პასუხისმგებლობას ორგანიზატორების მხრიდან როგორც ექსკურსიების უშუალოდ ლოკაციებზე, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროცესში.

„ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლს უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მართვის მოწმობა და პასპორტი. უშუალოდ ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სკოლის ექსკურსიაში მონაწილე პირების შესახებ, უნდა იცოდნენ მონაწილეობს თუ არა ექსკურსიაში შშმ პირი. დირექტორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის ლოკაციაზე და უსაფრთხობაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. საკვები უნდა იყოს ჰიგიენური წესების დაცვით დაცული. აღნიშნული პუნქტების ეფექტურობა-ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ ორგანიზატორი. ეს არის რეკომენდაციების სახით, თუმცა სავალდებულო შესასრულებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებისთვის“- განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, როგორ ხდება მონიტორინგის პროცესი, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მონიტორინგი ცენტრალიზებულად ვერ ხორციელდება და მასზე უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი. როგორც ეკატერინე ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სკოლის ექსკურსიებისა და უსაფრთხოების თემას ეხება ბავშვის უფლებათა კოდექსის ერთ-ერთი პუნქტი, რომელზეც ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტი მუშაობს. „ასევე მიმდინარეობს ყველა სხვა თანმდევ საკანონმდებლო აქტთან სინქრონიზაციის პროცესი და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. ასევე, სამინისტრო დაამტკიცებს ექსკურსიებთან დაკავშირებით სავალდებულო წესსაც“, - დასძინა ხუციშვილმა.

განათლების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს