შალვა შავგულიძე - ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა და წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ

"ქართულმა ოცნებამ" იმდენად არასწორად წარმართა პოლიტიკა, იმდენად რისკის საშიშროების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრის და პერსონების კონსოლიდაციის მოთხოვნა, - ასე პასუხობს ბლოკ "ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უქმნის თუ არა მას უხერხულობას მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა.

როგორც შავგულიძემ განაცხადა, მას არამხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არამედ მეოთხე პრეზიდენტი და სხვა დასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსებიც უჭერენ მხარს.

„ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირეს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არამედ მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, ისეთმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, როგორებიც არიან, დავით ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, ირაკლი ალასანია და სხვები. "ქართულმა ოცნებამ" იმდენად არასწორად წარმართა პოლიტიკა, იმდენად რისკის საშიშროების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი, რომ ამან ბუნებრივად გააჩინა დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური სპექტრის და პერსონების კონსოლიდაციის მოთხოვნა", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა