9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამა იაგო ნებიერიძის განაჩენზე - მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება

„მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება“, - ამის შესახებ გორში მოკლული გოგონას, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამამ, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა.

მოკლული ბავშვის ოჯახის წევრებმა კომენტარები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, იაგო ნებიერიძეს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება“, - აღნიშნა ნანიკო ბერიაშვილის მამამ.

გარდაცვლილის ბაბუის, ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, ბრალდებული ან უნდა გამოეშვათ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეეფარდებინათ.

“ იდეალური გადაწყვეტილებაა. ჩვენს შვილს უკვე არაფერი ეშველება, მაგრამ გვინდოდა, რომ, ღმერთმა დაიფაროს, სხვა ბავშვი აღარ დაჩაგრულიყო და სხვას აღარ ეტირა“, - განაცხადა ხვიჩა ბერიაშვილმა.

9 წლის გოგონას დედამ, ნათია ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახი ამ განაჩენს ელოდებოდა.

„შემამსუბუქებელი ვერაფერი იქნება, მაგრამ ეს იყო, რასაც ველოდებოდით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს