სერგო რატიანი პროკურატურის წარმომადგენელს - რატომ არ იყო გამოძიებული სუბელიანის საქმე, როდესაც ყველამ ნახა ეთერში, რომ ეს იყოს ცრუ ჩვენება?!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესახებ ყველა პრობლემა, დაკავშირებულია პროკურატურაში არსებულ „კლანთან“. რატომ არ იყო გამოძიებული მაგალითად სუბელიანის საქმე, როდესაც ყველამ ნახა ეთერში, რომ ეს იყოს ცრუ ჩვენება?!, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, სერგო რატიანი, პროკურატურის წარმომადგენელს პარლამენტში, სადაც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარადგინა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურისგან განსხვავებით, საგამოძიებო პროცესებში უფრო ღიაა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ უფრო ღია იყო პროცესები და უფრო შესაძლებელი იყო მისვლა. თქვენი უწყება კი კიდევ უფრო დახურულია ამ მიმართულებით. ჩვენ ხომ გვესმის, რომ მთელი ეს პრობლემა დაკავშირებულია პროკურატურაში არსებულ „კლანთან“. რატომ არ იყო გამოძიებული მაგალითად სუბელიანის საქმე, როდესაც ყველამ ნახა ეთერში, რომ ეს იყოს ცრუ ჩვენება?! ანუ თქვენმა ქალაქის პროკურორმა საგამოძიებო ორგანოს სხვა ჩვენება მისცა და კომისიას მისცა სრულიად სხვა ჩვენება. ამ ელემენტარულ აცდენასთან მიმართებაშიც კი არ არის საერთო პასუხები“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში არის სერიოზული დარღვევები, რაზეც რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

„სახალხო დამცველის ანგარიშში ხორავას ქუჩასთან დაკავშირებული მოვლენებია აღწერილი და ამასთან დაკავშირებით პასუხი არაფერზე არ გაგიციათ. მაგალითად ანგარიშში აღწერილია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა, შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს. ამასთან დაკავშირებით და საერთოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე კითხვას, საერთოდ აუარეთ გვერდი. ამასთან სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩატარდა ან რატომ ჩაატარეს გამოძიება პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანებით და მათ შორის, ვინც კომისიაზე პასუხობდა, იყავით თქვენც. როცა საუბარია, რომ უნდა დამდგარიყო სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხი და სამსახურეობრივი უფლებამოვალეობების ბოროტად გამოყენების საკითხი, კომისიას თქვენზეც ჰქონდა რეკომენდაცია გაცემული. ამიტომ ამ მიმართულებით და ამის შემდეგ არც არაფერი არ გაკეთებულა. თქვენი პასუხისმგებლობაცაა, რომ ეს ყველა დარღვევა იყო. რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვართ დღეს ქვეყანაში, ამხელა მძიმე ამბავი მოხდა, ფაქტობრივად არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელს აფარებდნენ დანაშაულს, ასევე საქმეზე იყო სერიოზული დარღვევები, რაზეც რეაგირება არ არის. არსებობს რეკომენდაცია, როგორც ჩვენი, ისე სახალხო დამცველის, რომ გულგრილობასა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით დაიწყოს გამოძიება და თქვენ, რომლებიც ჩართული იყავით ამ პროცესში და რომელთა პასუხისმგებლობაც იყო ეს გამოძიება, ჩვეულებრივად გამოდიხართ და არც კი ახსენებთ ამ მოვლენებს“, - მიმართა რატიანმა პროკურატურის წარმომადგენელს.

მისივე თქმით, პროკურატურა ამ საქმეში დამნაშავეებს მიზანმიმართულად იცავს.

სერგო რატიანს უპასუხა პროკურატურის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მირზა სუბელიანის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიება შსს-ში, 350-ე მუხლით მიმდინარეობს. „რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს, რამდენიმე ასპექტით გაკეთდა აქცენტი. პირველი, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია სხდომა, სადაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ და შესაბამისად ეს პროცესი დასასრულისკენ მიდის და მალე ამ საქმეზე ჩვენ გვექნება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება გახლავთ სამსახურეობრივი მოვალეობის შემოწმება, რომელსაც გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია ატარებს და სამსახურეობრივი მოვალეობების შემოწმების დასრულების შემდეგ, უკვე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების შესახებ და აგრეთვე, დაიწყება თუ არა გამოძიება იმ კონკრეტული საქმეების სამოხელეო მუხლებით, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ და მესამე მიმართულება, ეს გახლავთ დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, დაგიდასტურებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 350-ე მუხლით, რაც გულისხმობს დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემას“, - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშს წარადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო