მაიკ პომპეო - საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის მიზნით.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო