იუსტიციის საბჭოს სხდომების ღიაობის საკითხი კანონით დარეგულირდება და მისი დახურვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობის საკითხი კანონით დარეგულირდება და მისი დახურვა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რაც ასევე კანონით გაიწერება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხდა. მისივე ინფორმაციით, ცვლილება ასევე მოიცავს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების აუცილებლობასაც.

„ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და საგანგებოდ ჩნდება ჩანაწერი კანონში, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს მისი სხდომების საჯაროობას და ასევე მკაფიოდ იწერება ის თუ რა გამონაკლის შემთხვევებში არის შესაძლებელი საბჭოს სხდომების დახურვა. ჩვენ მთლიანად გავითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაცია ზოგადად ამ ნაწილზე. საჯაროობის ნაწილზე გვექნება კიდევ ერთი შემაჯამებელი მსჯელობა და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება მთლიანად კონსენსუსი.

იგივე ეხება გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას. ასევე პროექტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები და გავითვალისწინეთ. ასევე მუდმივად მოხდება სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც არის დაკავშირებული საბჭოს საქმიანობასთან. ანუ ამ ნაწილში, ღიაობის ნაწილში საჯაროობის ნაწილში უკვე ასახულია რეკომენდაციების ნაწილი პროექტში და შესაბამისად, გვაქვს ოპტიმისტური განწყობა",- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა