სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს

სენაკში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაქურდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საწარმოს დირექტორმა ნონა ქადარიამ განუცხადა, შენობიდან 16 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინვენტარია გატანილი. მისივე თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა. მისივე ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია ინვენტარი.

„რისი წაღებაც ვერ მოასწრეს, ადგილზეა განადგურებული. გადაჭრილია მილები, არ ვმუშაობდით ეს დღეები, რადგან HACCP სისტემა უნდა დაგვენერგა და მაგისთვის ვემზადებოდით. ფაქტი, სავარაუდოდ იმ კვირას მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 16 ათას ლარს აღემატება ზარალი“, - განაცხადა ქადარიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ უკვე დაკითხა, რამდენიმე ადამიანი.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს