ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ერთად შპს „ნოვა“-ს ინფრასტრუქტურა მოინახულა და განახლებული საწარმო გახსნა.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა განხორციელებული პროექტის და მისი მნიშვნელობის შესახებ როგორც რეგიონის ისე ქვეყნის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ,,ნოვა" 2007 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და კომპანიაში 340 ადამიანია დასაქმებული.

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, პროექტი EBRD-ის და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით განხორციელდა და კომპანიას საშუალებას აძლევს დამატებით 10 საწარმოო ხაზი განათავსოს თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ევროკავშირისა და EBRD-ის წარმომადგენლები საქართველოში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა