დავით საგანელიძის აზრით, „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმროების მშენებლობა აღარ უნდა დააფინანსოს

დავით საგანელიძის აზრით, „საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმროების მშენებლობა აღარ უნდა დააფინანსოს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ სფეროში „საპარტნიორო ფონდმა“ თავისი საქმე უკვე შეასრულა და წარმატების მაგალითები გააჩინა.

„მაქსიმალურად ვზღუდავთ იმ სფეროებს, სადაც საპარტნიორო ფონდი შედის. არ შევდივართ ბინათმშენებლობაში, არ შევდივართ თამბაქოს წარმოებაში, არ შევდივართ სავაჭრო ოპერაციებში, ასევე, ჩემი მოსვლის შემდეგ, აღარ შევედით ენერგო სფეროში. სასტუმროებს რაც შეეხება, ჩემს მოსვლამდე დაწყებული იყო, ჩვენც რამდენიმე განვავითარეთ, მაგრამ არ შევედით არც თბილისში და ვთქვით, რომ აღარც ქუთაისში, ბაკურიანში, გუდაურსა და ბათუმში შევალთ. ვფიქრობთ, რომ სხვაგანაც აღარ უნდა შევიდეთ ამის შემდეგ. ჩვენ კარგი მაგალითი დავანახეთ, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს რეგიონში ასეთი ტიპის სასტუმროები, გავაჩინეთ ინვესტორები, შემოვიყვანეთ რამდენიმე საერთაშორისო ოპერატორი, ბანკებსაც გავუჩინეთ სურვილი, დააფინანსონ ასეთი ტიპის პროექტები და შესაბამისად, ფონდმა აქ თავისი საქმიანობა უნდა ამოწუროს,“ - განაცხადა საგანელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა