ბექა ნაცვლიშვილი საგანელიძეს - გერმანიის დახმარება ახსენეთ, რომლის საფუძველზე ჩატარდა „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის კვლევა - ერთ-ერთი რასაც ის გულისხმობს, განვითარების ბანკის შექმნაა -  თქვენ როგორ უყურებთ ამას?

„ ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ გერმანიის დახმარება, რომლის საფუძველზე ჩატარდა „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის კვლევა. მე ამ რეფორმის მონახაზს ვიცნობ და ერთ-ერთი რასაც ის გულისხმობს, არის განვითარების ბანკის შექმნა. თქვენ როგორ უყურებთ ამას? - ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარტნიორო ფონდის აღამასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს პარლამენტში.

„ჩვენი თანამოაზრეები, ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდი ყოველთვის ამას ვლობირებდით, რომ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო განვითარების ბანკი, არა მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჩავარდნის ამოსავსებად, არამედ ზოგადად მიზანმიმართული ინდუსტრიული პოლიტიკის წარმოების ინტენსიფიკაციისთვის.

თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ ასეთი განვითარების ბანკი გაჩნდება, როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ პროექტს რატომ მიენიჭა უპირატესობა და რატომ არ მიენიჭა სხვა პროექტს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ბექა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, იგეგმება თუ არა სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზება და რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს. ამასთან, ნაცვლიშვილის თქმით, თავად ელექტროსისტემის პრივატიზების წინააღმდეგია.

ცნობისთვის, დღეს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს დავით საგანელიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე უსმენდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს