გუგული მაღრაძე  კუბის არარეზიდენტ ელჩს ნიევეს პორტუონდოს შეხვდა

კუბის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გუგული მაღრაძე საქართველოში კუბის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს ალფრედო ნიევეს პორტუონდოს შეხვდა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, საერთაშორისო ფორმატებში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიმოიხილეს საქართველოსა და კუბას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა და მისი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

როგორც კუბის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, იგეგმება ინტენსიური გაცვლები ტურიზმის სფეროში. საუბარი ასევე, შეეხო ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში გაცვლების შესაძლებლობას, აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოსა და კუბას შორის სამედიცინო სფეროში ურთიერთობის ინტენსიური განვითარების შესაძლებლობა.

„კუბა დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავებით. იქ ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული მრეწველობა და ამიტომ საქართველოს ფარმაცევტული მრეწველობა დაინტერესებულია ამ კონტაქტებით. კუბამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის შედეგად, გარკვეულ სფეროებში უკვე დაშვებულია კერძო სექტორის არსებობა რაც კიდევ უფრო ხსნის სხვა ქვეყნებთან მოქნილი ურთიერთობების შესაძლებლობას“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

მისი თქმით, 2019 წლის ნოემბერში კუბაში, დაგეგმილია საერთაშირისო გამოფენის გამართვა, სადაც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

„ამ საერთაშორისო გამოფენაში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქვეყანას ექნება საშუალება საკუთარი პროდუქცია წარადგინოს. ამ გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ლათინური ამერიკის ასევე, ევროპის და პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კუბის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს საქართველო, კუბის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰავანას 500 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენას უმასპინძლებს, სადაც ასახული იქნება ძველი და ახალი ჰავანას ამსახველი ფოტოები.

ელჩის თქმით, კუბაში საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია. ალფრედო ნიევეს პორტუონდომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის ქვეყნის სახელით, მზაობა გამოხატა. გუგული მაღრაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა კუბის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა