შალვა შავგულიძე - ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არ ის პოლიტპატიმარი

ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ არის თუ არ ის პოლიტპატიმარი, - ასე უპასუხა "ინტერპრესნიუსის" კითხვას საარჩევნო ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ, არიან თუ არა ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია პოლიტიკური პატიმრები. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, შავგულიძე პასუხობს, რომ ეს შედეგი „ქართული ოცნების" არასამართლებრივმა ქმედებამ განაპირობა, რაც შემდგომ ევროსასამართლომ დაადგინა.

„ბაჩო ახალაია არ ვიცი ახლა რა მუხლით იხდის სასჯელს და აქედან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ეს თავად "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პატიმარ მერაბიშვილს დაურღვია კონვენციით გარანტირებული უფლებები და თავად ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ მის მიმართ გამოყენებული მოქმედებები არ იყო განპირობებული მართლმსაჯულებიდან გამომდინარე",- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი